ლორი
ნახევარი ძეხვი
2 კბილი ნიორი
50 მლ. ზეითუნის ზეთი
500 გრ. პომიდორი
100 გრ. ყველი
1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
1 ცალი ბულგარული წიწაკა
700 გრ. ფქვილი
200 მლ. წყალი
100 მლ. ზეთი
20 გრ. საფუარი
1⁄2 ჩ/კ მარილი
ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაამატეთ თბილ წყალში გახსნილი საფუარი, მარილი, ზეთი, მოზილეთ ცომი, გადააფარეთ ტილო, დადგით თბილ ადგილას დაახლოებით 1-2 საათი.
როცა ცომი აფუვდება დაამუშავეთ, შემდეგ გააბრტყელეთ, დადეთ ტაფაზე, წაუსვით ზეთი, ზედ დაალაგეთ რგოლებად დაჭრილი პამიდორი, სოკო, მოაყარეთ მარილი და წვრილად დაჭრილი ნიორი, ლორის ნაჭრები, ძეხვი, მოაფშვენით ყველი, მოასხით ზეითუნის ზეთი, შედგით ცხელ ქურაში და აცხვეთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.
სანამ გამზადდება რამოდენიმე წუთით ადრე ზემოდან დააწყვეთ წითელი და მწვანე მრგვლად დაჭრილი წიწაკა. გემრიელად მიირთვით!